ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მოსამართლის აცილების თაობაზე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა

ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე ლელა ნოზაძემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე.

ბრალდების მხარე სასამართლოზე შუამდგომლობით წარდგა, ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების ოლეგ დოევისა და ფარიდ გურბანოვის სისხლის სამართლის საქმიდან მოსამართლე ლელა ნოზაძის აცილებასთან დაკავშირებით.

შუამდგომლობის არგუმენტად ბრალდების მხარეს ჰქონდა ის არგუმენტი, რომ 2011 წელს ამ მოსამართლის მიერ განხილული იქნა ხარძიანის საქმე და ბრალდებულად იქნა ცნობილი ბესო ხარძიანი.

"ჩვენი შუამდგომლობა იყო, რომ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მომხდარიყო მოსამართლე ლელა ნოზაძის აცილება. შუამდგომლობის არგუმენტად ის გარემოება გვქონდა, რომ 2011 წელს ამ მოსამართლის მიერ განხილულ იქნა ხარძიანის საქმე და ბრალდებულად ცნობა. ბრალდების მხარის თქმით, ეს გარემოება წარმოადგენდა მის აცილების საფუძველს და შესაძლო იყო, რომ მოსამართლის მიერ საქმის განხილვას გამოეწვია სასამართლოს მიკერძოებულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა", - განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შემდგომ ეტაპზე მოხდება საქმის სხვა მოსამართლეზე გადაწერა, რის შემდეგაც ახალი მოსამართლე ჩანიშნავს პროცესის თარიღს. ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა ბრალდებულების ოლეგ დოევისა და ფარიდ გურბანოვის სახაზინო ადვოკატი ირაკლი ესიავა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო