თინა ხიდაშელი - გამორიცხულია, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევანი პრორუსულ პოლიტიკურ ძალებზე შეაჩეროს

გამორიცხულია, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევანი პრორუსულ პოლიტიკურ ძალებზე შეაჩეროს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა კოალიციის შემადგენლობაში პრორუსული პოლიტიკური ძალების შესაძლო გამოჩენის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ბრძოლაში ჩნდებოდნენ რაღაც ძალები და ისინი უარს იღებდნენ, მათ შორის იყო ნინო ბურჯანაძეც. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს სიმპათია არ გამოუხატავს ნინო ბურჯანაძის და ირმა ინაშვილის პოლიტიკური პარტიების მიმართ, სხვა შემთხვევაში კი აღნიშნული პოლიტიკოსები კოალიციის შემადგენლობაში იქნებოდნენ.

"ეს არ არის სიმართლე, რომ როდესმე ივანიშვილმა ვინმეს მიმართ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა, გარდა იმისა, ვინც დაპატიჟა საკუთარ კოალიციაში. მხარდაჭერას გამოხატავ იმის მიმართ, ვისთან ერთადაც ომში მიდიხარ და ამ ომში წამსვლელად მაშინ ოპოზიციაში იყო ნინო ბურჯანაძე, მაგრამ ნინო ბურჯანაძე არ აურჩევია ბიძინა ივანიშვილს. "რესპუბლიკელები" და "თავისუფალი დემოკრატები" აირჩია ომში წასასვლელად. ამ ბრძოლაში მერე რაღაც ძალები ჩნდებოდნენ და ისინი უარს იღებდნენ, მათ შორის იყო ნინო ბურჯანაძეც.

მთავარი, რითაც ჩვენ უნდა განგვსაჯოთ, არის მოქმედებები და შედეგები. მოქმედებებით ბიძინა ივანიშვილმა პირველივე განცხადებიდან, ყველა გადაწყვეტილებით დაამტკიცა საკუთარი არჩევანიც, საკუთარი სიმპათიებიც, საკუთარი ერთგულებაც იმ ღირებულებების მიმართ, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, არაფრით არ განმასხვავებს ამ ადამიანისგან,"-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს