მე, ერთადერთი "მაესტროში" რაც არ მომწონს და ამაზე საჯაროდ განვაცხადე არის ის, რომ მართლაც გადამეტებულად მიმაჩნია მოზღვავებული, უნიჭო და უგემოვნო რუსული სერიალები "მაესტროს" ეთერში. სერიალები არ მომწონს. ერთი სერიალი რომ მთავრდება იწყება მეორე, – განაცხადა საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ.
დღეს "მაესტროს" მენეჯმენტის შეცვლის თაობაზე ზვიად კვაჭანტირაძემ კომენტარი არ გააკეთა. მისი თქმით, ეს არ არის მისი საქმე.
კვაჭანტირაძე აღნიშნავს, რომ მეტ-ნაკლებად ობიექტური არის პრაქტიკულად ყველა არხის სატელევიზიო ეთერი, მაგრამ ამ შემთხვევაში "მაესტროს" საინფორმაციოზე შეფასებას ვერ გააკეთებს.
"მეტ-ნაკლებად ობიექტური არის პრაქტიკულად ყველა არხის სატელევიზიო ეთერი, მაგრამ ამ შემთხვევაში "მაესტროს" საინფორმაციოზე გავაკეთო შეფასება არ იქნება სწორი", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.