თეა წულუკიანი - ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ როდესაც ევროკავშირთან საზღვარი გაიხსნება, არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ქვეყანაც არ შევარცხვინოთ

ყველანი უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ როდესაც ევროკავშირთან საზღვარი გაიხსნება, ჩვენ არა მხოლოდ საკუთარი თავი და ოჯახები, არამედ ქვეყანაც არ შევარცხვინოთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მინისტრის განმარტებით, ევროკავშირის ქვეყანაში შესვლა ნიშნავს ევროკავშირის მოცემული ქვეყნის კანონების განუხრელად დაცვას და იქაური წესების დაცვას.

"გუშინდელი დღე ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ უკვე იმედი გვაქვს, რომ საზღვრები გაიხსნება და შევძლებთ მოკლევადიანი მიზნებით, იქნება ეს ტურიზმი, საზაფხულო სკოლა, ახლობლების მონახულება თუ უბრალოდ სიახლეების ნახვა, ყოველგვარი რიგების, ვიზების და ბიუროკრატიის გარეშე ვიმოგზაუროთ ევროკავშირის ქვეყნებში" , - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს წარმატება კოლექტიური ძალისხმევის შედეგია, რისთვისაც პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.

გუშინ ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით მიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს