გიგლა აგულაშვილი - ვბრუნდებით ჩვენს ისტორიულ გარემოში, იქ სადაც ჩვენი ადგილი ყოველთვის იყო

ჩვენ ვბრუნდებით ჩვენს ისტორიულ გარემოში, იქ სადაც ჩვენი ადგილი იყო ყოველთვის, - ასე შეაფასა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ევროკავშირ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებული პროცედურის დაწყება.

როგორც გიგლა აგულაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს არის აღიარება და შრომის დაფასება, ასევე კიდევ ერთი ნაბიჯი ისტორიული სამართლიანობის აღდგენის.

"ჩვენ ვბრუნდებით ჩვენს ისტორიულ გარემოში, იქ სადაც ჩვენი ადგილი იყო ყოველთვის. ვფიქრობ, რომ ეს დაბრუნება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ჩვენ უფრო და უფრო მეტად, ყოველწლიურად ვხდებით უფრო მეტად დემოკარტიული სახელმწიფო", -განაცხადა გიგლა აგულაშვილმა. როგორც ცნობილია, გუშინ ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით მიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს