სოზარ სუბარი - ევროკომისიის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა

ევროკავშირ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებული პროცედურის დაწყება არის ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სუბარმა საქართველოს მოსახლეობას მიულოცა "ის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ევროკომისიის მხრიდან იყო გადადგმული".

"ეს არის ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. მოხდა საქართველოს აღიარება, ქვეყანამ შეასრულა ყველა ნაკისრი ვალდებულება დემოკრატიული განვითარების გზაზე. ეს არის ჩვენი დემოკრატიული რეფორმების ლოგიკური შედეგი და დარწმუნებული ვარ, ზაფხულში საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ თავისუფლად იარონ უვიზოდ ევროპის ქვეყნებში", -განაცხადა სუბარმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს