ჩუღურეთში საყრდენი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში საყრდენი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.

როგორც მერიაში აცხადებენ, დოქის ქ. N9 -ში, ართვინის ქუჩის პირველ ჩიხსა და დავითაშვილის ქ. N40ა-ში მიმდინარეობს საყრდენი კედლის ხიმინჯების მოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამივე ობიექტზე მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი ჩაისხმება.

მერიის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში, ამ ეტაპზე, 8 მისამართზე გრუნტის დამჭერის საყრდნის კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები ჩუღურეთის გამგეობამ 400 ათასი ლარით დააფინანსა.

მერიის განცხადებით, 2016 წლის ბოლოსთვის, ჩუღურეთის რაიონში საყრდენი კედლის მოწყობა 25 მისამართზე დასრულდება.

InterPressNews.Ge

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია