ჩუღურეთში საცხოვრებელი სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 80 მისამართზე მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ბრტყელი და ქანობიანი სახურავის შეკეთების მიზნით 30 ობიექტზე სამუშაოები ტარდება.

რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ დ.აბაშიძის ქ.#9-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და სამუშაოების მიმდინარეობით და მათი პრობლემებით დაინტერესდა.

"საცხოვრებელი სახლის სახურავების გადახურვის პრობლემა ჩუღურეთის რაიონში დიდი ხანია დგას, რაც განპირობებულია როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზებით. შენობების უმეტესობა არის ძველი, თუმცა სახურავები მრავალი წელია არ შეკეთებულა. სახურავის შეცვლა თანადაფინანსებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებშია შესაძლებელი, რის შედეგადაც გამგეობა გასაწევი სამუშაოს ღირებულების 80%-ს აფინანსებს. ცხადია, რომ მოქალაქეებს ამ პროგრამის მეშვეობით ნაკლები თანხის გადახდა უწევთ. აღნიშნული მისამართის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ წერილობით მოგვმართა. საკითხის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა რომ მდგომარეობა სავალალო იყო და სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.

დ.აბაშიძის ქ.#9-ში სახურავების შესაკეთებლად 28 160 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვალა სახურავის დამჭერი ხის მასალა და მოხდა თუნუქის სახურავით გადახურვა. აღნიშნულ მისამართებზე 17 ოჯახი ცხოვრობს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის 30 საცხოვრებელი სახლის, ჯამში 9 ათას 50 კვადრატული მეტრის, სახურავების კაპიტალური რემონტისთვის უკვე გამოიყო 252 ათას 750 ლარი.

ამ დროისთვის, ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში, სხვადასხვა თხოვნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან 314 განცხადება არის შესული.

InterPressNews.Ge

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია