განათლების სამინისტრო თსუ-ს სტუდენტებს მიმართავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართავს.

უწყება დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს შეარჩიონ მათი წარმომადგენლები და დღეს, 15:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მივიდნენ, სადაც სამინისტროს განცხადებით, ყველა იმ თემაზე შეთანხმდებიან, რაზეც მომავალში ინტენსიური მუშაობა დაიწყება.

"ძვირფასო სტუდენტებო, ვაფასებთ თქვენს სურვილს, წვლილი შეიტანოთ იმ ცვლილებების პროცესში, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს საუნივერსიტეტო ცხოვრება. ამასთან, მყარად გვჯერა, რომ ამ ტიპის ცვლილებების სრულფასოვნად განხორციელება მხოლოდ თქვენი მონაწილეობითაა შესაძლებელი. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გამოვხატოთ მზაობა, დავიწყოთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასატარებელ რეფორმებზე მსჯელობა. მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი თქვენი წინადადება და შემოთავაზება ყველა თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შეარჩიოთ თქვენი წარმომადგენლები და მობრძანდეთ 23 მარტს 15:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სადაც შევთანხმდებით ყველა იმ თემაზე, რაზეც მომავალში ინტენსიურ მუშაობას დავიწყებთ", - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს საკონტაქტო პირების ვინაობა და მობილურის ნომრები, ესენია: ნატა ასათიანი 599290099 და ნათია პაპავა 577173325.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე