ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირი გაქცეულია

ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირი გაქცეულია. ამის შესახებ "ბიბისი" ბელგიის პროკურორზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ცნობით, მისი ჩანთა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, არ აფეთქდა, რის შემდეგაც იგი გაიქცა. მისი დაკავების მიზნით, ამ დროისთვის პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს ქალაქ ანდერლეხტში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით უარყვეს.

გუშინ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში ტერაქტების სერია განხორციელდა. შედეგად დაიღუპა 31 ადამიანი, 261 კი დაშავდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს