ერდოღანი - თურქეთის სპეცსამსახურებმა ბელგია გააფრთხილეს, მაგრამ მათი მხრიდან ამ გაფრთხილების იგნორირება მოხდა

ერთ-ერთი "ბოევიკი", რომელიც ბრიუსელის 22 მარტის ტერაქტებშია ეჭვმიტანილი, თურქეთის ხელისუფლებამ 2015 წლის ივნისში დააკავა და ბელგიაში დეპორტირება განახორციელა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

"ბრიუსელში ერთ-ერთი თავდამსხმელი ქალაქ გაზიანტეპში დააკავეს და ბელგიაში მისი დეპორტაცია განხორციელდა", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის თქმით, როდესაც ბელგიის ხელისუფლებისთვის დეპორტირებულის გადაცემა ხდებოდა, თურქეთის სპეცსამსახურებმა ბელგია გააფრთხილეს, რომ აღნიშნული პირი "ბოევიკი" - ჯიჰადისტია, მაგრამ მათი მხრიდან ამ გაფრთხილების იგნორირება მოხდა, ვინაიდან ვერ შეძლეს მისი კავშირების დადასტურება ტერორისტულ ორგანიზაციებთან.

იხილეთ ვიდეო: თურქეთის სპეცსამსახურებმა ბელგია გააფრთხილეს, მაგრამ მათი მხრიდან ამ გაფრთხილების იგნორირება მოხდა - ერდოღანი

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს