ბრიუსელის აეროპორტი 29 მარტამდე მგზავრების მიღებას ვერ შეძლებს

ბრიუსელის აეროპორტი 29 მარტამდე არ გაიხსნება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. როგორც ბრიუსელის აეროპორტის ხელმძღვანელობა აცხადებს, საგამოძიებო სამუშაოები აეროპორტში დასრულებულია. თუმცა, იგი მგზავრების მიღებას 29 მარტამდე ვერ შეძლებს. ვიდრე აეროპორტი მგზავრების მიღებას დაიწყებს, ტექნიკური პერსონალი და ინჟინრები აეროპორტის შენობის გამართულობას შეამოწმებენ და ზარალს შეაფასებენ. აეროპორტში ასევე დამონტაჟდება უსაფრთხოების ახალი მოწყობილობები.

ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტერაქტების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება