ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირის ვინაობა ცნობილია

ბრიუსელის აეროპორტში განხოციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირის ვინაობა ცნობილია. "როიტერის" ცნობით, მისი სახელია ფაიკალ ჩეფუ. იგი სათვალთვალო კამერით დაფიქსირებულ სამ პირს შორის ერთ-ერთია, რომელმაც სავარაუდოდ, აეროპორტზე თავდასხმა განახორციელა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბელგიის პროკურატურა ჯერ კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, მანამდე მათ განაცხადეს, რომ პროკურატურასთან ახლოს პოლიციამ დააკავა ფაიკალ ჩ. თუმცა, არ დაუკონკრეტებიათ, რომ ეს ადამიანი, სწორედ მესამე ეჭვმიტანილი იყო.

ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტერაქტების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება