ნანა მჭედლიძეს, ანდერძის თანახმად, ხონში დაკრძალავენ

ქართველ კინორეჟისორს, სცენარისტსა და მსახიობ ნანა მჭედლიძეს, ანდერძის თანახმად, 31 მარტს ხონში დაკრძალავენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, სამინისტროს დაუკავშირდა ნანა მჭედლიძის შვილი, რომელმაც განაცხადა, რომ დედამისს ანდერძი ჰქონდა დატოვებული, რომლის თანახმადაც, ნანა მჭედლიძის დაკრძალვა ხონში მოხდება.

ქართველ კინორეჟისორსა და სცენარისტს ხონში ხვალ გადაასვენებენ. დაკრძალვის ცერემონია 31 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება.

ნანა მჭედლიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ნანა მჭედლიძე 1926 წელს ხონში დაიბადა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იმავე ინსტიტუტში სწავლა რეჟისურის განხრით გააგრძელა, რომელიც 1957 წელს დააასრულა.

ნანა მჭედლიძის პირველი რეჟისორული ნამუშევარი იყო კინო ნოველა, სახელწოდებით "ჩქარი მატარებელი", რომელიც მან სადიპლომო ნამუშევრად წარადგინა. 1950-54 წლებში მუშაობდა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში.

ნანა მჭედლიძემ გადაიღო ქართული ფილმები: "პირველი მერცხალი", "იმერული ესკიზები", "დანაშაული მოხდა", "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება" და სხვ. ნანა მჭედლიძემ ასევე რამდენიმე ქართულ ფილმში დაუვიწყარი კინოროლები შექმნა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია