ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას 31 მარტს განაახლებს

ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას 31 მარტს განაახლებს. ამის შესახებ ევროპული მედია იტყობინება. როგორც აეროპორტის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, საჭიროა კიდევ თვეები იმისათვის, რომ აეროპორტმა სრული დატვირთვით განაახლოს მუშაობა.

მისივე თქმით, თავდაპირველად აეროპორტი 800-1000 მგზავრის მიღება-გაშვებაზე იმუშავებს საათის განმავლობაში და არა 5 000 მგზავრის მიღება-გაშვებაზე, როგორც ამ დრომდე იყო.

აეროპორტი დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ეტაპობრივად აღადგენს. ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტი 22 მარტს მოხდა, მას მოჰყვა აფეთქება მეტროშიც. შედეგად ბოლო მონაცემებით, 32 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება