”ბანკები და ფინანსები“ “ბანკ რესპუბლიკას” პასუხობს

”ბანკები და ფინანსები“ “ბანკ რესპუბლიკას” პასუხობს. ”ჩვენს მიერ გავრცელებული პუბლიკაცია ეყრდნობა რამდენიმე წყაროს, რომლებმაც იდენტური შინაარსის ინფორმაცია მიაწოდეს გაზეთს. ბუნებრივია, გამოცემა მსგავსი ხასიათისა და მასშტაბის ინფორმაციას გვერდს ვერ აუვლიდა. პირველი, რაც გაკეთდა, იყო ის, რომ შედგა კომუნიკაცია „ბანკ რესპუბლიკას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან, რომლის მხრიდანაც მოხდა ინფორმაციის უარყოფა, რაც აისახა კიდეც პუბლიკაციაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ბანკები და ფინანსების“ მხრიდან ისტორიის გადმოცემისას, პუბლიკაციის არც ერთ ნაწილში თხრობა არ ყოფილა მტკიცებით ფორმაში, მიუხედავად იმისა, რომ იმ რამდენიმე წყაროს, რომლებზე დაყრდნობითაც „ბანკები და ფინანსებმა“ ინფორმაცია გაავრცელა, სრულად ენდობა.

მიუხედავად „ბანკი რესპუბლიკას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარმყოფელი განცხადებისა, საკითხთან დაკავშირებით „ბანკები და ფინანსები“ გეგმავს ოფიციალურად მიმართოს, როგორც თავად „ბანკ რესპუბლიკას“, ისე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და „ბანკი რესპუბლიკას“ დამფუძნებელ ფინანსურ ინსტიტუტს – „სოსიეტე ჟენერალეს“. „ბანკები და ფინანსები“ მკითხველს დაუყოვნებლივ გააცნობს მიღებული გამოხმაურებების შინაარსს”, - ნათქვამია განცხადებაში.

”ბანკი რესპუბლიკა” გაზეთში „ბანკები და ფინანსები“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას („ბანკი რესპუბლიკა“ სკანდალში ეხვევა“) სპეციალური განცხადებით გამოეხმაურება და მედიასაშულებისგან ამ ინფორმაციის იგივე ფორმით უარყოფა, ან/და მათი განცხადების გამოქვეყნება მოითხოვა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა