„მაესტროში“ არხის პარტნიორთა კრება მიმდინარეობს

ტელეკომპანია „მაესტროში“ არხის პარტნიორთა კრება მიმდინარეობს. როგორც კრების დაწყებამდე ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მოხდება კრებაზე მათი მხრიდან ზურაბ ნაყეურის წარდგენა არხის დირექტორის თანამდებობაზე. გია გაჩეჩილაძის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ კანდიდატზე არიან შეჯერებულები.

„ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს კარგი გამოცდილება. მე მას დირექტორთან ერთად დავარქმევდი კრიზისების მენეჯერს“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნაყეურის არჩევა ხმათა უმრავლესობით გადაწყდება. პარტნიორთა კრების დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ლევან გაჩეჩილაძემაც.

„გიასთან ერთად მეც ვმართავ ტელეკომპანიის აქციებს. ეს დიდი ხანია ცნობილია, რომ მაქვს მინდობილობა და აქტიურ მონაწილებას მივიღებ ტელეკომპანიის მართვაში“, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე თუ რა ფუნქციას შეასრულებს ის ტელეკომპანია „მაესტროში“.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს