ადვოკატი - მამუკა ღლონტმა და ეკა აკობიამ ზურაბ ნაყეურის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს

იქიდან გამომდინარე, რომ მამუკა ღლონტი და ეკა აკობია არ ეთანხმებიან ბაია გადაბაძის გადაყენებას და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში დავა აქვთ წამოწყებული, მათ მხარი არ დაუჭირეს „მაესტროს“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ზურაბ ნაყეურის კანდიდატურას. ამის შესახებ „მაესტროს“ პარტნიორთა კრების დასრულების შემდეგ მამუკა ღლონტისა და ეკა აკობიას ადვოკატმა პაატა კიკვიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„წინააღმდეგობის მთავარი საფუძველი არის ის, რომ მამუკა ღლონტი და ეკა აკობია სასამართლოში ასაჩივრებენ კრების იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც დირექტორი შეიცვალა და დაინიშნა ლევან გაჩეჩილაძე. ამ შემთხვევაში ნებისმიერი შემდგომი საკითხი, რომელიც დაკავშირებული იქნება ახალი დირექტორის დანიშვნასთან, ავტომატურად იქნება უარყოფილი ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა პაატა კიკვიძემ.

მისივე ინფორმაციით, წინააღმდეგობის მეორე საფუძველი იყო ის, რომ პარტნიორთა კრებაზე ზურაბ ნაყეურმა არ წარმოადგინა სამოქმედო გეგმა იმ სახით, რა სახითაც ეს უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.

„ჩვენ დღეს მზად რომ ვყოფილიყავით დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, უნდა გვცოდნოდა მონახაზი მაინც, კონკრეტულ დეტალებზე ორიენტირებული, თუ რას აპირებს ახალი დირექტორი,“ - განაცხადა პაატა კიკვიძემ.

მამუკა ღლონტისა და ეკა აკობიას ადვოკატის ინფორმაციით, შესაძლოა მომავალში მისი მარწმუნებლების პოზიცია შეიცვალოს და ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ზურაბ ნაყეური დააკმაყოფილებს თუ არა კომპანიის და მისი თანამშრომლების მოთხოვნებსა და უფლებებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!