ზურაბ ნაყეური - ”მაესტროს” თანამშრომლების ხელფასების პრობლემა უკვე მოგვარებულია

”მაესტროს” ახალი გენერალური დირექტორი ზურაბ ნაყეური საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას 7 აპრილიდან შეუდგება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სატელეფონო საუბრისას ზურაბ ნაყეურმა განუცხადა, ის უახლოეს მომავალში აპირებს დარეგისტრირებას საჯარო რეესტრში, რის შემდეგაც დაიწყებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას. მისი ინფორმაციით, პირველი რიგის ამოცანა იქნება ტელეკომპანია „მაესტროს“ ფინანსური ნაკადების პრობლემის მოგვარება.

ზურაბ ნაყეურის ინფორმაციით, ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლებს დღეს უკვე ჩაერიცხათ ხელფასები.

„თანამშრომლებთან შეხვედრას ვგეგმავ. ზეგ დილიდან შევუდგები ჩემი მოვალეობის შესრულებას. ჩემი დღე დაიწყება იმით, რომ თანამშრომლებთან და მათ უფროსებთან მექნება შეხვედრა. რაც შეეხება ხელფასებს, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხელფასების პრობლემა დღეს უკვე მოგვარებულია. არსებული ინფორმაციით, თანხა გადმორიცხულია და თანამშრომლებს მათ სახელფასო ბარათზე უკვე დღეს აესახებათ“, - განაცხადა ზურაბ ნაყეურმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

რაც შეეხება ”მაესტროს” გენერალური დირექტორის მოადგილეებს, ზურაბ ნაყეურის თქმით, ამ ეტაპზე ჯერ არ არის ჩამოყალიბებული მოადგილეების საკითხთან დაკავშირებით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს