ბაჩო კიკაბიძე - სასამართლო დარბაზში იყო დიდი ხავსი, რომელსაც კორძახია ეჭიდებოდა

სასამართლო დარბაზში იყო დიდი ხავსი, რომელსაც კორძახია ეჭიდებოდა, - ამის შესახებ შპს „ტელეკომპანია მაესტროს“ დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ „მაესტროს“ ლოგოსთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც კიკაბიძემ აღნიშნა, ხავსი იყო მოსარჩელე მხარის ის მოთხოვნა, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა, კერძოდ, 2016 წლის 9 თებერვლის კრების ოქმის დართვა საქმეზე, სადაც თითქოს ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ კიკაბიძის მოთხოვნის საფუძველზე გადასცა მათ ლოგო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე მხარეებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, რომელთაგან მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ”საქპატენტის” წარმომადგენლის დაკითხვის შუამდგომლობა.

რაც შეეხება კრების ოქმის საქმეზე დართვას, როგორც გია გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განაცხადა, აღნიშნული კრების ოქმში გადაბაძემ დაადასტურა, რომ კიკაბიძის თხოვნის საფუძველზე მოახდინა ლოგოს გაჩუქება.

„დირექტორები არ ახდენენ იმ კომპანიის ქონების გაჩუქებას, რომელიც მათ მინდობილი აქვთ ვიღაცის თხოვნის საფუძველზე. შესაბამისად, ლოგოს გაჩუქებას არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა“, - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.

აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ ბაჩო კიკაბიძის ინტერესების დამცველებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ ბაია გადაბაძე საქმეში მესამე პირად ჩაერთოს, რათა თავად განმარტოს თუ რა მოხდა პარტნიორთა კრებაზე. როგორც ადვოკატები აცხადებენ, მათ აქვთ კონკრეტული კითხვები, რომელსაც დაუსვამენ გადაბაძეს და მიიღებენ ამომწურავ პასუხებს. თავის მხრივ ბაჩო კიკაბიძემ აღნიშნა, რომ აბსურდია იმის მტკიცება, რომ ბაია გადაბაძე შეცვლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უკვე მიღებული აქვს.

„ერთ-ერთ კრებაზე ბაია გადაბაძის გამწარებულზე წამოსროლილ ფრაზას მოეჭიდა მოსარჩელე მხარე და ამ ფრაზის გამო მესამე პირად უნდა ჩაერთოს საქმეში ბაია გადაბაძე. სასამართლო დარბაზში იყო დიდი ხავსი, რომელსაც კორძახია ეჭიდებოდა. სხვა მეტი მოსაჭიდი არაფერი იყო და ამიტომ ხავსი ნახა და იმას ეჭიდებოდა. როგორ გგონიათ, ბაია გადაბაძე იტყვის, რომ არაკანონიერად გადაეცა კიკაბიძეს ლოგო?“, - განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა