შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნატო-ევროკავშირის აუდიტორია გაიხსნა

NATO-ს კვირეულის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნატო-ევროკავშირის აუდიტორია გაიხსნა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შავი ზღვის უნივერსიტეტიდან აცნობეს, უნივერსიტეტში ჩატარებულ ღონისძიებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირინა შამილაძე და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ნინო მაღრაძე-ჯანჯღავა ესწრებოდნენ.

შეხვედრის თემა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმოხილვა, ამ პროცესში NATO-ს მტკიცე მხარდაჭერა და საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სტრატეგია იყო.

InterPressNews.Ge

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი