კახა კალაძე - „გაზპრომთან“ ექვსთვიანი მოლაპარაკებების შედეგად მოვახერხეთ, რომ ძველ ფორმატში ვრჩებით

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „გაზპრომ ექსპორტსა“ და „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ შორის დასადები ხელშეკრულება განიხილეს.

როგორც ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის „გაზპრომთან“ 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების შედეგი.

„ეს არის „გაზპრომთან“ 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგი. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ვრჩებით ძველ ფორმატში და რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთის მიმართულებით გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობების 10% ნედლეულის სახით დარჩება ქვეყანაში. ეს არის ერთწლიანი ხელშეკრულება, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე იქნა გამოტანილი და შესაბამისად, იქნება ხელმოწერილი „გაზპრომ ექსპორტსა” და „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ შორის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება