დღეიდან 21 აპრილის ჩათვლით ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

დღეიდან 21 აპრილის ჩათვლით 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის სახელობის ხიდის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, შეზღუდვა დედაქალაქში მიმდინარე გზების კაპიტალურ შეკეთებას უკავშირდება.

გარდა ამისა, საგზაო სამუშაოების გამო, 15 აპრილის 09:00 საათიდან 16 აპრილის ჩათვლით კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე (წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარედ) საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

15 აპრილს, 09:00 საათიდან საგზაო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება ი. ჯავახიშვილის ქუჩაზე. აღნიშნულ მისამართზე სრულდება ასფალტის საფარის დაგება.

თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება