ზუგდიდში ,,ავერსის კლინიკის" ექიმები მოსახლეობისათვის უფასო სკრინინგს ჩაატარებენ

ქალაქ ზუგდიდის მერის, ირაკლი გოგოხიას მიწვევით ,,ავერსის კლინიკას" წამყვანი ექიმები მოსახლეობისათვის უფასო სკრინინგს ახორციელებენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ზუგდიდის მერიიდან აცნობეს, ქალაქის მერმა ექიმები - კობა შანავა (ზოგადი ქირურგი, ჰეპატო ქირურგი, ონკოქირურგი, ტრანსპლანტოლოგი) იოსებ გელაშვილი (ქირურგი), ბადრი ქობალავა (ქირურგი),ნიკოლოზ უბირია (ქირურგი), კობა ხაჭვანი (რადიოლოგი) მერიაში მიიღო და ქველმოქმედებისათვის მადლობა გადაუხადა.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, 15 და 16 აპრილს ,,ავერსი კლინიკას“ წამყვანი ექიმები ქალაქ ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობისათვის ბავშვთა პოლიკლინიკის ბაზაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურით ღვიძლის, სანაღვლე გზების და პანკრეასის დაავადებათა სკრინინგს ახორციელებენ.

”აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლა ოცმა მოქალაქემ, შემოწმებები ამ წუთებშიც გრძელდება და 18:00 საათზე დასრულდება. ხვალ 16 აპრილს მიღება 10:00-დან 18:00 სთ-მდე იწარმოებს”, - აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.

ამასთან, ირაკლი გოგოხია მოუწოდებს მოსახლეობას ისარგებლონ შესაძლებლობით და იზრუნონ ჯანმრთელობაზე.

InterPressNews.Ge

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია