მამუკა ღლონტი - რაც ვერ შეძლო სააკაშვილის ხელისუფლებამ, შეასრულა „ოცნების“ ხელისუფლებამ

ის რაც ვერ შეძლო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ, შეასრულა „ოცნების“ ხელისუფლებამ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მამუკა ღლონტის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს თაღლითების ხელით, ისეთი, როგორიცაა ირაკლი რუხაძე და მის უკან მდგომი ყველა ადამიანი ჩაიგდოს კვლავ ხელში მედიასაშუალება და გამოიყენოს ის წინასაარჩევნოდ.

„მოსამართლის დღევანდელი განაჩენი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში არანაირ ხელშეკრულებას ძალა არ აქვს, გინდა, დადე ხელშეკრულება, გინდა, ნუ დადებ. თუ ეს ხელისუფლებას არ სურს, ამ ხელშეკრულებას ძალა არ ექნება არასოდეს. დღეს მოხდა მედიასაკურების ხელყოფა’, - განაცხადა მამუკა ღლონტმა.

მისივე თქმით, მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას ისინი სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

„აქ ალბათ ყველაფერს წავაგებთ და საბოლოოდ მივმართავთ ევროპის სასამართლოს“, - განაცხადა მამუკა ღლონტმა.

„მაესტროს“ სადავო წილები კვლავ გია გაჩეჩილაძის საკუთრებაში რჩება. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლის მამუკა ღლონტისა და ეკატერინე აკობიას სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც ისინი გია გაჩეჩილაძის კუთვნილი წილის მათთვის გადაცემას მოითხოვდნენ.

მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილების ერთ-ერთ არგუმენტად ის გარემოება დაასახელა, რომ არ არსებობს წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და არსებობს მხოლოდ წინარე ხელშეკრულება წილის გასხვისებასთან დაკავშირებით, რაც არ ნიშნავს, რომ წილი გასხვისებულია.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო