თინა ხიდაშელი - IRI-ის კვლევები ჩვენს პარტიასთან მიმართებაში საინტერესო არ არის

თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, IRI-ის კვლევები ,,რესპუბლიკურ პარტიასთან” მიმართებაში საინტერესო არ არის.

როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, კვლევის ჩატარების დროს იყო პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური ვითარება.

,, ეს არ არის საინტერესო ჩვენს პარტიასთან მიმართებაში იმიტომ, რომ მაშინ პარტია არ იყო საარჩევნო სუბიექტი, ამიტომ ეს თემა არ არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მისივე თქმით, არ შეიძლება იმ მონაცემებით აპელირება დღეს, რომელიც კვლევის ჩატარების დროს იყო პრინციპულად განსხვავებულ პოლიტიკურ ვითარებაში.

”ჩვენ ვიყავით კოალიცია ,,ქართული ოცნების,, წევრები. საერთოდ, რატომ იყო ცალკე სუბიექტად შეტანილი გაუგებარია. ალბათ, ასეთი კითხვა რომ გაჩენილიყო იმიტომ. ამიტომ ეს არ არის ჩემთვის საინტერესო", - განაცხადა ხიდაშელმა.

კითხვაზე - ენდობა თუ არა ის აღნიშნულ კვლევებს, ხიდაშელის თქმით, მისი პოზიციები ამ კვლევებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილია და მას პოზიცია წლების მიხედვით არცერთხელ არ შეუცვლია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს