„აუდიტორია 115“ თსუ-ის პირველი კორპუსის წინ საპროტესტო აქციას მართავს

„აუდიტორია 115“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ საპროტესტო აქციას, ლოზუნგით „არა პოლიციურ რეჟიმს!“ მართავს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” „აუდიტორია 115“-ის წევრმა სანდრო ტაბატაძემ განუცხადა, სტუდენტები აპროტესტებენ იმას, რომ ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან მათზე ზეწოლას და მათი ოჯახების მიმართ მუქარის შემცველ გზავნილებს.

„აუდიტორია 115“ ე.წ. ”ოდეერების” სისტემას კიდევ ერთხელ გააპროტესტებს. ტაბატაძის თქმით, დღევანდელი აქციის ფარგლებში გაიმართება მსვლელობა ჭოველიძის ქუჩაზე განთავსებული სუს-ის შენობისკენ.

„აქცია იმართება ლოზუნგით „არა პოლიციურ რეჟიმს“, რაც გულისხმობს იმას, რომ უნივერსიტეტი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს ”ოდეერებისგან” და დაიწყოს გამოძიება ამ კუთხით არსებული მდგომარეობის. ასევე ბოლო დროს ძალიან გახშირდა ფაქტები, როდესაც უსაფრთხოების სამსახურები ზეწოლას ახდენენ „აუდიტორია 115“-ის წევრებზე და უნდა დაიწყოს ამ საქმის გამოძიება“, - განაცხადა სანდრო ტაბატაძემ.

აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და ცოტა ხანში მსვლელობის სახეს მიიღებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა