მიხეილ მაჭავარიანი - გამოკითხულთა უმეტესობის მოსაზრება, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, მთავრობის უნიათობის შედეგია

”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი IRI-ის კვლევებში, იმ ადამიანების რიცხვის ზრდას, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ”მთავრობის უნიათობას” უკავშირებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, ხელისუფლება ვერ პასუხობს ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებს, რაც ეკონომიკას უკავშირდება და ეს IRI-ის კვლევის შედეგებმაც ნათლად გამოაჩინა.

”ძალიან სამწუხარო მაჩვენებელია. ბოლო წლებში მართლაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებლია, რომლის თანახმადაც ჩვენი მოსახლეობის უმტესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება. პირველ რიგში ამას ვუკავშირებ ეკონომიკას, რადგან კვლევაში ჩანს, რომ მთავარი გამოწვევები, რომელსაც ჩვენი მთავრობა ვერ პასუხობს, ეს არის უმუშევრობა, ეკონომიკა, სიღარიბე, დაუცველობა იმ პრობლემების წინაშე, რომელიც აქვს ჩვენს მოსახლეობას. ასევე არის მთავრობის უნიათობა, არაფორმალური მართვა, ის რომ ხალხზე არავინ ფიქრობს და ყველაფერი გადასულია ურთიერთბრალდებებზე, შურისძიებაზე, დაპირისპირებაზე. ჩვენი ხელისუფლება ხალხს, საზოგადოებას აპირისპირებს, ნაცვლად იმისა, რომ აერთიანებდეს”, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, რომ ამაზე მნიშვნელოვანია ის, თუ ვისში ხედავს მოსახლეობა პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებს.

”მოქალაქეები ვერ ხედავენ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას შეუძლია მოაგვაროს ის პრობლემები, რომელიც მათ წინაშეა. ისინი ხედავენ სხვა ძალებს, რომლებსაც ამ პრობლემების მოგვარებას უკავშირებენ. ამ კვლევაში მთავარი არ არის - შენ ან სხვას რამდენი რეიტინგი გაქვს. ჩემთვის მთავარია, როგორ ხედავს ჩვენი მოსახლეობა იმ პრობლემების მოგვარების გზას, რომელიც ამ უნიათო მთავრობის გამო დაუგროვდა. ამიტომ ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო პროგრამაზე, რომელიც ”ნაციონალურ მოძრაობას” აქვს შედგენილი და რომელმაც ეს პრობლემები უნდა მოაგვაროს. იმიტომ, რომ მთავრობას არ აქვს ასეთი პროგრამა სამწუხაროდ. ყველაფერზე შეიძლება მთავრობამ ილაპარაკოს, გარდა თავისი პროგრამისა, როგორ მოაგვაროს ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემები”, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება