კვლევის თანახმად, საქართველოში თამბაქოს მოხმარება მნიშვნელოვანი პრობლემაა და მასზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს

თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის შედეგების პრეზენტაცია ”თამბაქოს კონტროლის ალიანსმა” სოციალური კვლევისა და ანალიზის ცენტრთან (ISSA) ერთად გამართა.

მიმდინარე წლის აპრილში ISSA - ს მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში თამბაქოს მოხმარება მნიშვნელოვანი პრობლემაა და მასზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

” საჯარო და კულტურულ დაწესებულებებებში, ყველა სახის ოფისსა და საწარმოთა შენობაში მოწევის აკრძალვას მხარს უჭერს გამოკითხულთა 89-92%. რესტორნებში, კაფეებში და საზ. კვების სხვა ობიექტებში მოწევის აკრძალვის მხარდამჭერთა დონე მინიმუმ 79,1% - ია. ასევე მიიჩნევენ, რომ რესტორნებსა და ბარებში მოწევის აკრძალვის შემდგომ ვიზიტორთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. თამბაქოს რეკლამის და პოპულარიზაციის აკრძალვას მხარს 91,8% უჭერს. საერთო ჯამში, საქართველოს მოსახლეობის გამოკვეთილი უმრავლესობა (თითქმის 72%) ერთმნიშვნელოვანდ ან უფრო მეტად, ყველა ჩამოთვლილი აკრძალვის მომხრეა”, - აღნიშნულია კვლევაში.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტუტის ხელმძღვანელის, იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, კვლევა ყველა სტანდარტის დაცვით ჩატარდა და ის შედეგების საქართველოს მთელ მოსახლეობაზე განზოგადების შესაძლებლობას იძლევა.

”ეს არის ეროვნული შერჩევის სოციოლოგიური გამოკითხვა. გამოიკითხა 1054 რესპონდენტი შერჩევის ყველა სტანდარტის დაცვით. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია კვლევის შედეგები სანდოდ მივიჩნიოთ და განვაზოგადოთ საქართველოს მოსახლეობაზე” - აღნიშნა იაგო კაჭკაჭიშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

მისივე თქმით, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, აღნიშნულ სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას ლეგიტიმაცია აქვს.

”საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ ამ ცვლილებების მიმართ მოსახლეობის მიმღებლობის საფუძველზე და მოსახლეობის მიმღებლობა ამ ცვლილებების მიმართ სახეზეა. ასე, რომ ლეგიტიმაცია ცვლილებების განხორციელებას აქვს. ამ ლეგიტიმაციას აჩვენებს გამოკითხვის შედეგები” - აღნიშნა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის წარმომადგენლის, კახა ღვინიანიძის ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა საქართველოს მთავრობის 2013 წლის დადგენილებაში აღნიშნული პირობის საფუძველზე განხორციელდა. მისივე თქმით, პირობის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება აკრძალავს რესტორნებსა და კაფე-ბარებში მოწევას, თუ საქართველოს მოსახლეობა ამ ნებას გამოხატავს.

”სრულიად ცალსახა ვითარებაა და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა, როგორც პასუხისმგებელი მთავრობა, რომელიც პასუხობს მოსახლეობის რეალურ ინტერესებს, მიიღებს ცვლილებებს კანონმდებლობაში”, - დასძინა კახა ღვინიანიძემ.

კვლევის ფარგლებში ასევე ჩატარდა ფოკუს-ჯგუფების დისკუსია ბავშვებში (7-დან 12 წლის ჩათვლით) თამბაქოს ნაწარმის მიმართ დამოკიდებულების და საჯარო თუ სავაჭრო სივრცეში თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავლენის თავისებურებების შესასწავლად.

”კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ბავშვები სიგარეტის რეკლამისა და პრომოციის მნიშვნელოვანი ზეგავლენის ქვეშ არიან, რაც მათ უყალიბებს შეხედულებას, რომ სიგარეტი ფართო მოხმარების პროდუქტია”, - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო ”ჰოლიდეი ინ”-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. პრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ექიმები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტი გადაეცათ, რომლიც თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს ეფუძნება და მხარდაჭერილია საზოგადოების მხრიდან.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის