პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინური მასაჟის სალონების თანამშრომლები დააკავეს

სამართალდამცავებმა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ჩინური მასაჟის სამი სალონის ადმინისტრატორები დააკავეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დაკავებულები არიან ჩინეთის მოქალაქეები: 1978 წელს დაბადებული ჰონგიან ი, 1979 წელს დაბადებული იანვეი ი. და 1980 წელს დაბადებული ჩუანსია უ.

”გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.

სამართალდამცველებმა სალონებში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს”, - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ,საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს