სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2015 წლის ანგარიში განიხილეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველის ანგარიშში შესული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა წარადგინა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოზიცია გამოხატეს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ, სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა ამირან დათეშიძემ და შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ამირან ჟორჟოლიანმა.

გამომსვლელთა განცხადებით, მთელი რიგი რეკომენდაციების შესასრულებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

სხდომის დასასრულს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის შემუშავების პროცესში, დეტალებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, კომიტეტის აპარატი მჭიდროდ ითანამშრომლებს სახალხო დამცველის აპარატთან.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ