ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, კორცხელში ნაცემი პოლიციელი, გათელილი და განადგურებული სახელმწიფოს სიმბოლოა

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, კორცხელში ნაცემი პოლიციელი, გათელილი და განადგურებული სახელმწიფოს სიმბოლოა.

”საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 25 წლისთავზე, გვაქვს ის შედეგები, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ იდეალებს, რომელიც მაშინ ქართველ ხალხს ჰქონდა. ვგულისხმობ კორცხელს, სადაც რამდენიმე დღის წინ სასაკლაო გაიმართა. განსაკუთრებული სისასტიკე და მოსახლეობის დევნა. ეს იყო კარგად მომზადებული ადამიანების მიერ განხორციელებული დევნა. ეს იყო სამეგრელოს და საქართველოს გათელვის მცდელობა. ცემეს პოლიციელი, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენდა, სწორედ ის იყო განადგურებული და გათელილი სახელმწიფოს სიმბოლო“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

კორცხელში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს