"სამართლიანი არჩევნები” კორცხელის ინციდენტზე - მხოლოდ ცემა რომ არაა ადეკვატური კვალიფიკაცია, ეს ნამდვილად იკვეთება

მხოლოდ ცემა რომ არაა ადეკვატური კვალიფიკაცია, ეს ნამდვილად იკვეთება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ კორცხელში მომხდარ ინციდენტზე დაწყებული გამოძიების გადაკვალიფიცირების საჭიროების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

ბენიძის შეფასებით, ვიდეოკადრებიდან სხვა დანაშაულის ნიშნებიც იკვეთება.

"ცალსახად ვერ ვიტყოდი, უნდა გადაკვალიფიცირდეს თუ არა საქმე, მაგრამ წესით და რიგით, აქამდე პოლიციას და პროკურატურას შესაბამისი მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ უნდა ჰქონოდა შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძველი. კადრებიდან იკვეთება პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის შემთხვევები. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ცემა რომ არაა ადეკვატური კვალიფიკაცია, ეს ნამდვილად იკვეთება. ასევე, შეიძლება საუბარი იყოს ხულიგნობაზე, ან რომელიმე სხვა სამართლებრივ მუხლებზე", - განაცხადა ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მიხეილ ბენიძე ასევე აღნიშნავს, რომ დაპირისპირების აღსაკვეთად ან განსამუხტად კორცხელში საკმარისი პოლიციელი არ იყო მობილიზებული. მისივე თქმით, სამართალდამცველებს ასევე არ ჰქონდათ ადეკვატური რეაგირება, პოლიციის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს