ლუკა კურტანიძე - სპორტსმენები „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციას წამოეგნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე სამართალდამცველებს კორცხელის ინციდენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, მათ შორის, გიგა ბოკერიასა და ნიკა მელიას დაკითხვისკენ მოუწოდებს.

როგორც კურტანიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სპორტსმენები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციას წამოეგნენ. კურტანიძემ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ძალადობა დღეს „ინერციით მიმდინარეობს“.

„როდესაც 26 მაისს ვახსენებთ, პირველი დღიდან მოვუწოდებდით „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ხალხისგან, რომელზეც იძალადეს, შენდობა ეთხოვათ, თითოეულ რეპრესირებულ ადამიანთან მისულიყვნენ და შეიძლება, ის პატიება მიეღოთ, რომელსაც დღესაც ელოდება სრულიად საქართველო. 26 მაისს თქვენ დახოცეთ ადამიანები, იძალადეთ, შეურაცხყოფა მიაყენეთ... დღესაც ფეხზე არ წამოდექით გარდაცვლილი ადამიანების საპატივსაცემოდ.

ხერხეულიძემ თქვა, რომ ის მიდის პარლამენტიდან, ძალიან კარგი, თქვენ საერთოდ არ უნდა ყოფილიყავით პარლამენტში, იმდენი სისხლი დაღვარეთ. ის ძალადობა, რომელიც დღეს ინერციით მიმდინარეობს, თქვენი დაბადებულია. თქვენ მოიტანეთ ეს შუღლი და გააჩინეთ ის უფსკრული, რომელიც თქვენსა და ჩვენს შორის არის და კიდევ არ აღიარებთ დანაშაულს“, - განაცხადა კურტანიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს