ლიტვის ყოფილმა პრემიერმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კორცხელში განვითარებული მოვლენები დაგმეს

ლიტვის რესპუბლიკის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა და ლიტვის რესპუბლიკის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა კორცხელში განვითარებულ მოვლენებზე გაცხადება გააკეთეს და საქართველოში ოპოზიციის დევნა დაგმეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

ანდრიუს კუბილიუსი და აუნდრონიუს აჟუბალისი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, ”მოახდინოს ამ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმის დაუყოვნებელი და სამართლიანი გამოძიება”.

”სამშობლოს კავშირი–ლიტველი ქრისტიან-დემოკრატები უმკაცრესად ვგმობთ საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის მიმდინარე დევნას, რაც გამოიხატება მუქარებში და ფიზიკურ თავდასხმებში. ჩვენ ძალზედ შეშფოთებულები ვართ ბოლო ინფორმაციის გამო, რომლის მიხედვით კორცხელში 53-ე უბანზე ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები გაუსწორდნენ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს - გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას, თენგიზ გუნავას და სხვებს. არსებული ინფორმაციის თანახმად, კორცხელში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს, წევრებს და დეპუტატებს თავს დაესხა საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული მოჭიდავეების, ათლეტების და ”ქართული ოცნების” აქტივისტების ჯგუფი.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოახდინოს ამ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმის დაუყოვნებელი და სამართლიანი გამოძიება. მმართველმა კოალიციამ თავი უნდა შეიკავოს ამგვარი უღირსი პოლიტიკური მეთოდების გამოყენებისგან და ყველაფერი გააკეთოს დემოკრატიის ეროზიის საქართველოში მიმდინარე პროცესის შესაჩერებლად.

ჩვენი ღრმა რწმენით ლიტვა, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა წევრები, არ უნდა იყოს გულგრილი საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნისადმი, თუკი გვინდა, რომ საქართველოს ევროპული ამბიციები დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ლიტვის მთავრობას მოახდინოს რეაგირება შემდეგი მტკიცე გზავნილის სახით: ეს უნდა შეჩერდეს! საქართველოს მმართველი კოალიცია უნდა ჩაერთოს ოპოზიციასთან კონსტრუქციულ პოლიტიკურ დებატებში და დაამტკიცოს, რომ მისი მისწრაფება რეფორმებისაკენ არის გულწრფელი. სხვაგვარად, საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს დასჭირდება სერიოზული გადასინჯვა ევროპარლამენტში და ევროკომისიაში”, - ნათქვამია ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას ”ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს