”აუდიტორია 115”-ის წევრი - თსუ-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემა ერთი ადამიანი თვითმმართველობის ოცამდე წევრმა

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ის, რასაც ვამბობდით, რომ ერთი ადამიანი სცემა თვითმმართველობის ოცამდე წევრმა, - ამის შესახებ „აუდიტორია 115“-ის წევრმა გიორგი არობელიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

როგორც გიორგი არობელიძემ აღნიშნა, კადრებში ნათლად ჩანს ისიც, თუ ვინ არიან მოძალადეები.

„ის, რასაც ვამბობდით, რომ ერთი ადამიანი სცემა თვითმმართველობის ოცამდე წევრმა, ვიდეოთი დასტურდება. კადრებში ჩანს, თუ როგორ უსწორდება თვითმმართველობის მოქმედი და ყოფილი წევრები ცოტნე ცხვედიანს, მათ შორის არიან შალვა საბაური, პაატა ბახტურიძე, ბახვა კვირიკაშვილი, გიორგი აკაურიძე. სახეზეა, როგორ ძალადობენ ერთ ადამიანზე. ეს ძალადობა უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ”აუდიტორია 115”-ის წევრმა გიორგი არობელიძემ.

ამ დროისთვის ”აუდიტორია 115”-ის წევრები აქციის გასამართად ემზადებიან. ასევე ისინი ცდილობენ სახელმწიფო უნივერისტეტის მიერ გავრცელებულ ვიდეოში დაფიქსირებული პირების იდენტიფიკაცია მოახდინონ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს