ნოშრევან წურწუმია - მელიამ და ბოკერიამ, შეძახილებით - ”კუნთმაგრებო აქ რას აკეთებთო”, პროვოკაციები მოგვიწყვეს

სპორტსმენ ნოშრევან წურწუმიას განცხადებით, ნიკა მელიამ და ”ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერებმა სპორტსმენებს პროვოკაცია მოუწყეს და იქ მყოფ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც წურწუმიან ჟურნალისტებთან საუბარში მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებების კომენტირებისას აღნიშნა, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა ის ”ქართული ოცნების” მხარდამჭერია და კორცხელში მიმდინარე არჩევნების დროს ადგილზე, თავის სახლში იმყოფებოდა.

წურწუმიას თქმით, ნიკა მელია აცხადებს, რომ ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებიდან მეგრელი არც ერთი არ იყო და ყველანი თბილისიდან ჩაიყვანეს, თუმცა სპორტსმენის მტკიცებით, პირადად ის არის წარმოშობით ზუგდიდიდან, კორცხელიდან რამდენიმე კილომეტრში აქვს სახლი, სადაც თავის მეგობარ სპორტსმენებთან იყო ჩასული.

წურწუმიას თქმით, პირადად მასზე წარსულში ხორციელდებოდა შანტაჟი, რის გამოც იძულებული გახდა თბილისში გადმოსულიყო საცხოვრებლად „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. „მელიამ და ბოკერიამ, შეძახილებით - ”კუნთმაგრებო აქ რას აკეთებთო”, პროვოკაციები მოგვიწყვეს. დანარჩენი, რაც იყო იქ, ბეისბოლის ჯოხები და ქვები დაფიქსირებული, ყველამ ნახა“, - აღნიშნა წურწუმიამ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!