შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილეზე კომპანია „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ საველე სამზარეულოთია წარმოდგენილი

საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სტუმრებისა და სამხედროების კვებაზე „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ კომპანია ზრუნავს.

„სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ კომპანიას ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე საველე სამზარეულო აქვს მოწყობილი, სადაც წარმოდგენილია შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი ყოველდღიური საკვები, ხოლო დამატებით სტუმრებისთვის კომპანია ჰამბურგერებს ამზადებს.

როგორც „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ კომპანიაში აცხადებენ, მათი საკვები სრულად აკმაყოფილებს ნატო-ს სტანდარტებს.

„დღეს წარმოდგენილია სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა და ვუერთდებით თავდაცვის სამინისტროს აქტივობას. ჩვენ მუდმივად ჯართან ვდგავართ და კვებით უზრუნველვყოფთ ჯარს. ჩვენ ნატო-ს სტანდარტებით უკვე ერთი წელია შეიარაღებულ ძალებს კვებით უზრუნველყოფას ვუწევთ. ჩვენი მომსახურების მაღალი ხარისხის დასტურია „ნობელ პარტნიორი 2016“-ის დროს ამერიკელების შეფასება, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ჩვენი მომსახურება სრულად თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან. აქედან გამომდინარე ჩვენ განვითარების და წარმატების გზას ვაგრძელებთ. დღეს რაც შეეხება მუშაობას საველე პირობებში საველე სამზარეულოთი ვახორციელებთ, ეს არის ჯარის პროდუქტი, ანუ ის პროდუქტები, რითაც მარაგდება შეიარაღებული ძალები. შესაბამისად, ჩვენ გავუმასპინძლდებით როგორც სამოქალაქო პირებს, ასევე შეიარაღებულ ძალებს“, - განაცხადა „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია