ეკა ბესელია კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით 6 პირისთვის ბრალის წარდგენას ”უპრეცედენტო შემთხვევად” აფასებს

ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, - ასე აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კორცხალის ინციდენტთან დაკავშირებით 6 პირისთვის ბრალის წაყენების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი ხელისუფლების პერიოდში არაერთხელ გაუსწორდნენ მოქალაქეებს, თუმცა არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

”არ მახსოვს არასდროს, იმ პერიოდში, როდესაც იყო უამრავი ძალადობა ჩვენს მოქალაქეებზე, იყო უსასტიკესი ანგარიშსწორებები, ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კანონით და სამართლის სიზუსტით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება და სასამართლომ და გამოძიებამ იხელმძღვანელოს მხოლოდ სამართლიანობის და კანონიერების პრინციპით”, - განაცხადა ბესელიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე 6 პირს ბრალი წაუყენა. მთავარი პროკურატურა მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოს სავარაუდოდ დღეს მიმართავს. უწყება ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს