იან კელის შეფასებით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებისთვის ბრალის წარდგენა ”მნიშვნელოვანი ამბავია”

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი მიიჩნევს, რომ კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებისთვის ბრალის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი მთავრობას და შესაბამის სტრუქტურებს თავიდანვე მოუწოდებდნენ გამოძიების ბოლომდე მიყვანისკენ.

,,მთავარია, რომ ბრალის წარდგენა მოხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და მნიშვნელოვანი განვითარებაა. რამდენადაც იცით, ჩვენ თავიდანვე მოვუწოდებდით შესაბამის სტრუქტურებს და მთავრობას, რომ გამოძიება ბოლომდე ყოფილიყო მიყვანილი. ის ძალადობა, რომელიც პოლიტიკის სახელით წარიმართა, დასაგმობი იყო. ჩვენ თავიდანვე მოვუწოდებდით, რომ სამართლის წინაშე წარდგენილიყვნენ ისინი, ვინც ამაზე პასუხისმგებლები იყვნენ. ძალიან მოხარული ვართ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც გამოძიება დასრულდა, ბრალის წარდგენა მოხდა. ეს არის მთავარი'',- აღნიშნა იან კელიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს