„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, სამგორის სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 20:00 საათიდან ვარკეთილის I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონებს და ზემო პლატოს დასახლებას წყალი არ მიეწოდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, მიმდინარეობს სამუშაოები და წყალმომარაგება 23:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით, უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებელს დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის.