საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ განცხადებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 87 ხმით ერთხმად, მხარი დაუჭირა განცხადების პროექტს ”საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ“.

პროექტით გათვალისწინებულია საარჩევნო სუბიექტების მიერ განცხადებაში მოცემული დებულებების სავალდებულო შესრულება და განხორციელება მათი ლიდერების, წევრებისა და აქტივისტების მიერ, რაც იქნება საარჩევნო პერიოდის მშვიდობიანი და დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიბების წინაპირობა.

პროექტით გათვალისწინებულია პოლიტიკური სუბიექტების ვალდებულება, რომ ინტენსიურად ითანამშრომლებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, როგორც წინაასარჩევნო პერიოდში, ასევე უშუალოდ არჩევნების დროს და სრულად და გამჭვირვალედ მიაწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას საარჩევნო პროცესის შეფასებების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ოფიციალური სახელმწიფო, მუნიციპალური ან სხვა საჯარო სამსახურების, პოლიციისა და გასამხედროებული უწყებების დეპოლიტიზირების მნიშვნელობა და ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების მიუღებლობა.

გარდა აღნიშნულისა, პროექტი ითვალისწინებს ვალდებულებებს როგორც მედია საშუალებების, ისე სახელმწიფოს მიმართ, კერძოდ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თავისი ექსკლუზიური ვალდებულების შესრულება ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის კუთხით, ხოლო მედიასაშუალებებმა დაიცვან არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისადმი თანაბარი, მიუმხრობელი მოპყრობის პრინციპები, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მათი საქმიანობის საფუძვლიანი და დაბალანსებული გაშუქების მიზნით.

პროექტის ინიციატორია საპარლამენტო ფრაქციები - ”თავისუფალი დემოკრატები“, ”ქართული ოცნება“, ”რესპუბლიკელები“, ”ქართული ოცნება - მრეწველები“, ”ქართული ოცნება - კონსერვატორები“, ”ეროვნული ფორუმი“.

კენჭისყრის დასრულებისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოკუმენტი ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის ღიაა და იმედი გამოთქვა, რომ მას სხვებიც შეუერთდებიან.

”ძალიან ფართო კონსენსუსით მივიღეთ დოკუმენტი იმ კოლეგების მხრიდან, ვინც სხდომათა დარბაზში ბრძანდებიან. აქ არიან უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლები. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სხდომას არ ესწრება, თუმცა მათთან ამ თემაზე კომუნიკაცია იყო და იმედია, ისინიც შემოუერთდებიან. დოკუმენტი ძალიან მარტივ და ელემენტარულ წესებს ადგენს იმისთვის, რომ არჩევნები მშვიდობიან და ურთიერპატივსცემის გარემოში ჩატარდეს და კონკურენციამ არჩევნების ნორმალურად ჩატარებაში ხელი არ შეგვიშალოს”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს