ულტრამემარჯვენეები ევროკავშირში ნიდერლანდების წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდიან

ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი გერტ ვილდერსი ევროკავშირში ნიდერლანდების წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

პოლიტიკოსმა ბრიტანელებს „დამოუკიდებლობა“ მიულოცა და განაცხადა, რომ ანალოგიური რეფერენდუმი ნიდერლანდებშიც არის საჭირო.

„გაუმარჯოს ბრიტანეთს, ახლა ჩვენი ჯერია! მოვიდა დრო ნიდერლანდებში ჩავატაროთ რეფერენდუმი“, - განაცხადა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა.

თავის მხრივ, საფრანგეთის „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც უნდა ჩატარდეს.

„მრავალი წელია ვაცხადებ, რომ ანალოგიური რეფერენდუმი საფრანგეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში უნდა ჩავატაროთ“, - აცხადებს ლე პენი.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს