პოროშენკო იმედოვნებს, რომ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების საკითხზე არ აისახება

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმედოვნებს, რომ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების საკითხზე არ აისახება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„მჯერა, რომ სანქციები რუსეთის, როგორც აგრესორი-ქვეყნის წინააღმდეგ, კვლავ გახანგრძლივდება“, - წერს პეტრო პოროშენკო.

მისი თქმით, ევროპამ საერთო ენა უნდა გამონახოს ევროსკეპტიკოსებთან, იმისთვის რომ ევროკავშირის ოპონენტებსა და მათ სპონსორებს შანსი არ დაუტოვოს.

„მჯერა, რომ რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი გაერთიანებულ ევროპაში დარჩება და საერთო ევროპულ ფასეულობებს დაიცავს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს