კახა გოგოლაშვილი - ბრიტანეთის ევროკავშირიდან რეალურ გასვლას რამდენიმე წელი დასჭირდება, მაგრამ ევროკავშირის იმიჯისთვის ეს დიდი დარტყმაა

მართალია, ბრიტანეთის ევროკავშირიდან რეალურ გასვლას რამდენიმე წელი დასჭირდება, მაგრამ ევროკავშირის იმიჯისთვის ეს ძალიან დიდი დარტყმაა, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები.

მისივე თქმით, ბრიტანეთი თუ გადის ევროკავშირიდან, იმედი აქვს იმის, რომ მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება მაინც დარჩება და ბრიტანეთის მოქალაქეებს ევროპაში ვიზა არ დასჭირდებათ; ბრიტანულ ბიზნესს არ დასჭირდება დამატებითი საბუთები და დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა, რომ ევროკავშირში ივაჭრონ და ა.შ.

”მე მგონია, ბრიტანეთის უმრავლესობას სჯერა, რომ მოლაპარაკებების შედეგად ბრიტანეთი დაიტოვებს დაახლოებით ისეთივე ტიპის ურთიერთობებს ევროკავშირთან, როგორიც აქვს ნორვეგიას. ანუ, ერთიანი ბაზრის მონაწილე იქნება ევროკავშირის ეკონომიკური არეალის და ბრიტანეთის მოქალაქეების გადაადგილებაც ევროპაში და ევროპელების ბრიტანეთში იქნება უვიზო. ასევე, მრავალ სხვა საკითხში შეიძლება მიიღოს მონაწილეობა ბრიტანეთმა, მაგალითად საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. შეიძლება ერთიანი პოზიციები, რომელზედაც დგას საგარეო პოლიტიკაში ევროპა დღეს, შენარჩუნდეს.

შეიძლება თავიდან იყოს გარკვეული სიბრაზე ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებმაც შეიძლება სხვა მიმართულებით ეცადონ წაიყვანონ პროცესი, მაგრამ საბოლოო ჯამში ის საერთო ინტერესები, რომელიც არსებობს, რომელზეც დგას ევროპული ინტეგრაცია, ეს ინტერესები არსად არ იკარგება”, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, ბრიტანეთის მოსახლეობის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ევროპული კრიზისის, განსაკუთრებით ლტოლვილების კრიზისის, მანამდე ეკონომიკური კრიზისის ფონზე მოხდა.

”სხვა პირობებში, ევროპაში რომ არ ყოფილიყო ასეთი მძიმე კრიზისი, ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდებოდა. ყველას კარგად ესმის, რომ ევროპაში ყველა სახელმწიფოს ერთადერი სწორი განვითარების გზა არის ევროპული ინტეგრაცია”, - აღნიშნა გოგოლაშვილმა.

რაც შეხება იმას, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან საქართველოზე, ექსპერტმა აღნიშნა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ევროსკეპტიკოსები ამ საკითხებს მოსახლეობაში თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ.

”ისინი იტყვიან - ”აი სად მივდივართ”, ”ხედავთ ევროპა თვითონ იშლება და ჩვენ რა გვინდა”, იქნება ასეთი სახის გამონათქვამები და მსჯელობები, მაგრამ ეს ყველაფერი ნელნელა მიიღებს ისევ ნორმალურ ხასიათს. ჩვენ შეჩვეული ვართ აპელირებას ერთჯერად სკანდალურ მოვლენებზე.

სწორი დამოკიდებულება არის ერთადერთი ის, რომ საქართველოსთვის სხვა ალტერნატივა არ არის გარდა ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის და ინტეგრაციისა. სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ამ ისტორიულ ეტაპზე, იმიტომ, რომ ჩვენ ირგვლივ ვერ ვხედავთ ცოტა უფრო მაღალი კეთილდღეობის და მაღალი ჰუმანური პრინციპების მქონე ერთობას ქვეყნების, რომელთანაც შეიძლება ითანამშრომლო და ამ თანამშრომლობის ხარჯზე შენ თვითონაც სწრაფად განვითარდე”, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო