თინა ხიდაშელი - იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ევროკავშირი და მისი სიძლიერე არ დაზარალდება ამ რეფერენდუმის შედეგებით

ეს არის ერთი ძალიან დიდი პროცესის დასაწყისი, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე ევროპისთვის, მაგრამ შეიძლება იყოს გამომაფხიზლებელი ევროპისთვის“, - ასე ეხმიანება საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერნდუმის შედეგებს.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი პროცესები დემოკრატიის ნიშანია.

,,ეს არის სწორედ დემოკრატია, სადაც ხანდახან დემოკრატიული პროცესის შედეგად დგება ისეთი შედეგი, რომლითაც ყველა ბედნიერი არ არის. დემოკრატია არ ნიშნავს ერთ აზრზე ყველას ყოფნას და არ ნიშნავს სამხედრო წესრიგს საზოგადოებაში. დემოკრატია ხანდახან ასეთ შედეგებამდე მიდის. დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ევროკავშირი და მისი სიძლიერე არ დაზარალდება ამ რეფერენდუმის შედეგებით. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობა ბევრ სხვადასხვა შესაძლებლობას აძლევს რეფერენდუმის შედეგების შემდეგ პარლამენტს, ამიტომ ჯერ ყველაფერი წინ არის. ეს არის ერთი ძალიან დიდი პროცესის დასაწყისი, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე ევროპისთვის, მაგრამ შეიძლება იყოს გამომაფხიზლებელი ევროპისთვის. იმედს ვიტოვებ, რომ ეს იქნება ევროპისთვის გამომაფხიზლებელი რეფერენდუმის შედეგი.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ირეფერენდუმის საბოლოო შედეგების მიხედვით, ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა ოფიციალურად გაიმარჯვეს.

ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას ამომრჩევლის 51,9%-მა დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს