იენს სტოლტენბერგი - დიდი ბრიტანეთი ნატო-ს სანდო მოკავშირე დარჩება

დიდი ბრიტანეთი ნატო-ს სანდო მოკავშირე დარჩება და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წამყვან როლს შეასრულებს, - აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

„ბრიტანელმა ხალხმა ევროკავშირის დატოვება გადაწყვიტა. ეს ახალ ფურცელს შლის ევროკავშირთან ურთიერთობებში, მაგრამ ვიცი, რომ ნატო-სთან მიმართებაში გაერთიანებული სამეფოს პოზიცია უცვლელია. დიდი ბრიტანეთი ნატო-ს სანდო და ერთგულ მოკავშირედ დარჩება და ჩვენს ალიანსში წამყვანი როლის შესრულებას გააგრძელებს“, - ნათქვამია სტოლტენბერგის განცხადებაში.

ნატო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის ფონზე, ნატო-ს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ძლიერი, ერთიანი და მტკიცე ალიანსი არასტაბილური სამყაროს სტაბილურობის საყრდენად და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკვანძო ფაქტორად რჩება“, - მიიჩნევს სტოლტენბერგი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს