დონალდ ტრამპი - ბრიტანელებმა რეფერენდუმით საკუთარი ქვეყანა დაიბრუნეს

აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მოსაზრებით, ბრიტანელებმა რეფერენდუმით „საკუთარი ქვეყანა დაიბრუნეს“.

ტრამპის თქმით, რეფერენდუმის შედეგები მეტყველებს, რომ „მთელ მსოფლიოში ხალხი უკმაყოფილოა“.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის დროს ამომრჩევლის უმრავლესობამ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ ოქტომბერში თანამდებობას დატოვებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!