შოტლანდიის მთავრობა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის თაობაზე ახალი რეფერენდუმის მომზადებაზე მუშაობას იწყებს

შოტლანდიის მთავრობა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის თაობაზე ახალი რეფერენდუმის მომზადებაზე იწყებს მუშაობას. ამის შესახებ ტელეკომპანია „ბიბისი“ იტყობინება.

შოტლანდიის მთავრობის მეთაურის, ნიკოლა სტერჯენის განცხადებით, შოტლანდიელებს ევროკავშირში დარჩენა სურთ.

„შოტლანდიამ ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი და ვაპირებ განვიხილო ყველა ვარიანტი, რომ ჩვენ ეს გავაკეთოთ“, - განაცხადა სტერჯენმა.

მისი თქმით, შოტლანდიის მთავრობა დაიწყებს საჭირო საკანონმდებლო პროცედურების მომზადებას იმისთვის, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს.

„ჩვენ მკაფიოდ დავადასტურეთ, რომ ევროკავშირის დატოვება არ გვსურს. გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი მისწრაფების რეალიზება მოხდეს“, -აღნიშნა შოტლანდიის მთავრობის მეთაურმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო