დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერები საგანგებო შეხვედრებს მართავენ

დიდი ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერები საგანგებო შეხვედრებს მართავენ.

როგორც ცნობილი ხდება ხვალ ბერლინში, ევროკავშირის 6 დამფუძნებელი სახელმწიფოს, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ბელგიის, ლუქსემბურგისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს.

გარდა ამისა, ორშაბათს ბერლინში, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ინიციატივით, შედგება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის, საფერანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდისა და იტალიის პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის ერთობლივი შეხვედრა. ამის შესახებ თავად მერკელმა განაცხადა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმს „ევროპისთვის გარდამტეხი მომენტი“ უწოდა.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის გამო მომავალ კვირას ევროპალმანეტი რიგგარეშე სხდომას გამართავს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!